ფარდების ისტორია

ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ლამაზი და განსხვავებული გარემოს შექმნას. ხშირად ყურადღებას აქცევენ ფანჯრისა და კარების გაფორმებას. ისინი ჯერ დაცვის ფუნქციას ასრულებდნენ, შემდეგ ნამდვილ სამკაულად იქცნენ. წარმოუდგენელია სახლი ფარდისა და სხვა აქსესუარების გარეშე, ისინი სახლს განუმეორებელ იერს აძლევენ. ამყუდროვებენ დიდ ფართს, ვიზუალურად ადიდებს პატარა ტერიტორიას, განსაკუთრებულ ხასიათს ქმნის ყველა ოთახში.


ფარდებმა დიდი მნიშვნელობა  შეიძინა აღორძინების ხანაში. პოპულარული გახდა ბატისტი, აბრეშუმი, ხავერდი, მაქმანები. გეომეტრიულ ფიგურებთან ერთად ყვავილები და ფოთლები გამოიყენებოდა. ბაროკოს ხანაში დიდი მნიშვნელობა ექცეოდა ფარდისა და ავეჯის ფერების შეხამებას როკოკოს ხანაში პასტელის ფერის, აბრეშუმის ლირიკული ხასიათის ფარდები შემოვიდა მოდაში.


ფანჯრების ზომების გადიდებამ ფარდის როლი ინტერიერში გაზარდა. ქსოვილის დიზაინში დიდი ადგილი დაიკავა მაქმანმა, ბანტმა, ლენტმა, რუშმა. ისინი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობენ.


მე 18 საუკუნეში ევროპაში კლასიციზმი გავრცელდა: სიმეტრია და მოკრძალებული დიზაინი. ავეჯი, გადასაფარებლები, ფარდები არა მხოლოდ ერთი ფერის მასალისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული. დეკორის აუცილებელი ელემენტი გახდა კარნიზი, რომელზეც ფარდებს კიდებდნენ.


ახლაც ფარდის ფერს და ნახატს დიდი მნიშვნელობა აქვს ოთახის იერსახის შესაქმნელად,მაგრამ არ არის საჭირო მხოლოდ რომელიმე ერთი სტილის დაცვა, რაც ფანტაზიის თავისუფლებას იძლევა.


ფარდის შერჩევისას გათვალისწინებულია დიზაინის ხელოვნების წესები. მოდის ტენდენციები. ნატურალური მასალის, არამკვეთრი ფერის ფარდები ჰარმონიულად ეხამება ინტერიერის ავანგარდულ სტილს. მოდაშია ტრადიციული ტულის ფარდები, სხვადასხვა ფერის, ნაქარგებით დამშვენებული. მოდურია  აგრეთვე ოქროსფერი, ბრჭყვიალა ფარდები და აქსესუარები.

 

მეგატექსტილი

    ჩვენი სალონი ერთ-ერთი წამყვანი სალონია საქართველოში, ფარდების დიზაინის და ტექსტილის დეკორის სფეროში.

    კვალიფიცირებული დიზაინერებით, ფარდების, ჟალუზების, კარნიზების, შპალერის, გადასაფარებლების, ბალიშების, აქსესუარების, დეკორის საგნების შერჩევა და ინტერიერის დიზაინის შექმნა საერთო სტილის სრული დაცვით.

ჩვენ გთავაზობთ

უფასო მომსახურება

  • ადგილზე აზომვა
  • პროექტირება და დიზაინი
  • კარნიზების მონტაჟი
  • ინტერიერის დეკორი
  • დიზაინერის უფასო მომსახურება
  • 6 თვის საგარანტიო მომსახურება
  • პროფესიონალური კონსულტაცია