ჟალუზების ისტორია

ჟალუზი - მოწყობილობა, რომელიც იცავს ოთახს მზის  სხივებისაგან, ატმოსფერული ნალექებისგან, მტვრისგან, არეგულირებს ჰაერის ნაკადს და იცავს შენობებს არასანქცირებული ვიზიტებისაგან.


ჟალუზის დაბადების ზუსტი დრო და ადგილი უცნობია, მაგრამ მეცნიერებიამტკიცებენ,რომიგი გაჩნდა არაბეთში რამოდენიმე საუკუნის უკან. ეს მოწყობილობა უფრო მეტად გავდა თანამედროვე ჰორიზონტალურ ჟალუზს, მექანიზმის გარეშე. უწინ ჟალუზს ხისგან ამზადებდნენ, ხანდახან ალამაზებდნენ ნახატებით, ქსოვილის ნაკუწებით.


ევროპაში ჟალუზი ესპანეთში გამოჩნდა არაბაბის შემოსევის შემდეგ, საიდანაც მე18-ე საუკუნეში საფრანგეთში სა ინგლისშიც გავრცელდა. სიტყვა ჟალუზი ფრანგულია და ეჭვს ნიშნავს.


თანამედროვე ეტაპი  ჟალუზის განვითარებისა დაიწყო 21 აგვისტოს 1841წ. ახალ ორლეანში, როცა  ჯონ ჰემპტონმა მიიღო პატენტი ჟალუზების წარმიებისა. აქედან იწყება ჟალუზის გავრცელების პანდემია მთელს მსოფლიოში.

თანამედროვე ჟალუზის ეგზემპლარები შედგება ფირფიტების, კარნიზის, მართვის მექანიზმისა და შემაერთებელი ელემენტებისაგან.


ჟალუზების არჩევანი ფართოა:

ჰორიზონტალური ჟალუზი - (ფირფიტები ალუმინის, ხის, პლასტიკატის, ნატურალური და სინთეტიკური ქსოვილი)

ვერტიკალური ჟალუზი - (ხე, პლასტიკატი)

როლეტი- ყველაზე მოდური ჟალუზია, რომელიც  XXსაუკუნის ბოლოს გამოიგონეს გერმანიაში. ე.წ. როლეტები, დამცავი ჟალუზები, რომლებსაც ფანჯრების კარების, ვიტრინების გასაფორმებლად და დასაცავად იყენებენ.


ჟალუზის ფართო გავრცელება განაპირობა მისმა მოხერხებულობამ. იოლმა და  პრაქტიკულმა გამოყენებამ. ფერებისა და მასალის ფართო სპექტრმა მაღალი ესთეტიკური ხარისხი მიანიჭა ჟალუზს და ნებისმიერ ინტერიერში საპატიო ადგილი დაუმკვიდრა.

 

მეგატექსტილი

    ჩვენი სალონი ერთ-ერთი წამყვანი სალონია საქართველოში, ფარდების დიზაინის და ტექსტილის დეკორის სფეროში.

    კვალიფიცირებული დიზაინერებით, ფარდების, ჟალუზების, კარნიზების, შპალერის, გადასაფარებლების, ბალიშების, აქსესუარების, დეკორის საგნების შერჩევა და ინტერიერის დიზაინის შექმნა საერთო სტილის სრული დაცვით.

ჩვენ გთავაზობთ

უფასო მომსახურება

  • ადგილზე აზომვა
  • პროექტირება და დიზაინი
  • კარნიზების მონტაჟი
  • ინტერიერის დეკორი
  • დიზაინერის უფასო მომსახურება
  • 6 თვის საგარანტიო მომსახურება
  • პროფესიონალური კონსულტაცია